ყაზბეგი ჰესი

დაწყების დრო:2013
დასრულების დრო:2014

ყაზბეგი ჰესი მდებარეობს მდინარე თერგის მარჯვენა შენაკად მდინარე ბროლისწყალზე, სტეფანწმინდის რაიონში, საქართველო-რუსეთის საზღვარზე მდებარე ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან რამდენიმე ასეულ მეტრში.

  • დადგმული სიმძლავრე 6 მგვტ
  • საშუალო წლიური გამომუშავება 29 მლნ. კვტ/სტ
  • ექსპლოატაციაში შესვლის თარიღი   16 ოქტომბერი 2014 წ
  • ინვესტიციის მოცულობა 3 მილიონი აშშ დოლარი                        

ყაზბეგი ჰესი წარმოადგენს დერივაციული ტიპის ჰესს რომლის შემადგენლობაშიც შედის: 

•    სათავე ნაგებობა თევზსატარით და წყალმიმღებით
•    სალექარი
•    ჰესის სადაწნეო მილსადენი
•    ჰესის შენობა
•    გამყვანი არხი
•    ელექტროქვესადგური 6.3/110 კვ
•    მაღალი ძაბვის ელგადამცემი ხაზი (110 კვ)

გამომუშავებული ელექტროენერგია მიეწოდება 110 კვ ღია სატრანსფორმატორო ქვესადგურს, საიდანაც 110 კვ ძაბვის ელგადამცემი ხაზის მეშვეობით, სიგრძით 1.0 კმ, უერთდება არსებულ 110 კვ ელექტროგადამცემ ხაზს `ყაზბეგი~. 
ჰესის ტურბინებში გადამუშავებული წყალი დახურული გამყვანი არხით ჩაედინება მდინარე ბროლიწყალში. 
ჰიდროელექტროსადგურის მართვა ხდება ავტომატურ რეჟიმში.