ვაშენებთ 1991 წლიდან!

კომპანია „ფერი“ 1991 წელს დაარსდა და დღესდღეობით საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი სამშენებლო კომპანიაა. ამ წლების განმავლობაში კომპანიას სხვადასხვა მიმართულებით  არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს განხორციელებული. 

კომპანიის ისტორია

„ფერის“ ძირითად საქმიანობას წარმოადგენს რთულ რელიეფურ პირობებში ჰიდროელექტროსადგურების, ელექტროგადამცემი ხაზების, მილსადენების, გზების, ხიდების, გვირაბების, სხვადასხვა კონსტრუქციების, შენობა-ნაგებობების, საბაგიროების და სხვა ობიექტების მშენებლობა. 
 
უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია წარმატებით ახორციელებს - საპროექტო სამუშაოებიდან დაწყებული ობიექტის ექსპლუატაციაში ჩაბარებით დასრულებული - მშენებლობის ყველა ეტაპს.

2007 წლიდან მოყოლებული კომპანიაში დაინერგა და დღემდე ეფექტიანად ფუნქციონირებს ხარისხის მართვის სისტემა ISO 9001:2007. კომპანიას გადაეცა ISO 9001:2008 ხარისხის საერთაშორისო სერთიფიკატი.  „ფერიმ“ 2016 წელს წარმატებით გაიარა რესერტიფიცირება და სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად, მოიპოვა  ISO 9001:2016  

„ფერი“ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კვალიფიციურ კადრებს და კომპანიის გუნდის დიდი ნაწილი 27 წლიანი სამუშაო გამოცდილებით გამოირჩევა. 

დამკვეთები

კომპანია „ფერს“ 50-ზე მეტი ადგილობრივი თუ უცხოელი დამკვეთი ჰყავს. სიამაყით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი საიმედოობიდან და ხარისხიანი მუშაობიდან გამომდინარე, კომპანია აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს ისეთ ცნობილ ბრენდებთან, როგორიცაა: 

პარტნიორები

კომპანია „ფერი“ მისი დაარსების დღიდან აქტიურად პარტნიორობს როგორც ადგილობრივ კომპანიებთან და ფინანსურ ინსტიტუტებთან, ისე მსოფლიოს წამყვან კომპანიებთანაც. აღსანიშნავია, რომ ამერიკული კომპანია „რობინსის“ პარტნიორი საქართველოში სწორედ კომპანია ფერია. „რობინსი“ მსოფლიოს წამყვანი სამშენებლო კომპანიაა, რომელიც გვირაბების მშენებლობაზეა ორიენტირებული და მსოფლიოს არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის შემსრულებელია. ასევე  ჩვენი პარტნიორებია: