გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების სისტემისთვის ტბის მოწყობა

დაწყების დრო: 2017
დასრულების დრო: 2018
დამკვეთი: შ.პ.ს. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია


გუდაურში ხელოვნური 1 000 000 კუბური მეტრის მოცულობის ხელოვნური ტბა მოეწყო. ხელოვნური რეზერვუარის წყლით შევსება გათვალისწინებულია სოფელი გუდაურის წყალმომარაგების სისტემიდან, ზაფხულის პერიოდში, როდესაც წყლის მოხმარება მინიმალურია, ხოლო დებიტი მაქსიმალური.
ზამთრის პერიოდში, სათავეზე წყლის დებიტი მცირდება, ამასთან იზრდება მოხმარება. რეზერვუარში დაგროვილი წყალი საშუალებას იძლევა ზამთრის სეზონზე განხორციელდეს ხელოვნური თოვლის წარმოქმნა. აღნიშნული პროექტი უზრუნველყოფს გუდაურის ხელოვნური გათოვლიანების სისტემის სრულყოფილ ფუნქციონირებას.