ბრამბის ჰესი
  • დაწყების დრო: 2006
  • დასრულების დრო: 2006
  • დამკვეთი: საქჰიდროენერგომშენი

მინი მრამბა ჰესი აშენდა კოდორის ხეობაში. მდინარეების კოდორის და მრამბის შესართავის მახლობლად. ჰიდროაგრეგატის დადგმული სიმძლავრეა 500 კვტ.
მიმმართველი აპარატი შედგება ტურბინის წინა და უკანა ხუფებისგან, მარეგულირებელი რგოლისგან, მმართველი ნიჩბებისგან, ნიჩბების ბერკეტებისგან, სერვომოტორისგან და სხვა დეტალებისგან.

ძალოვანი კვანძი შედგება ორი განყოფილებისგან - სამანქანო განყოფილება განთავსებულია ჰესის შენობაში. სატრანსფორმატორო, მაღალი ძაბვის განყოფილება, შენობის ღია ნაწილში, ბალასტის ბლოკი ჰესის ნაგებობის გარეთ.
აგრეგატი მუშაობს, როგორც ხელის, ისე ავტომატურ რეჟიმში.