კობი-გუდაურის საბაგირო

დაწყების დრო: 2017 დასრულების დრო:2018 დამკვეთი: საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი კობი-გუდაურის დამაკავშირებელი საბაგირო გზა 7 კმ-ზე მეტია და იგი საათში 2800 მგზავრს ემსახურება. საინჟინრო კუთხით ერთ-ერთი ურთულესი პროექტის განხორციელებას ერთი წელი დასჭირდა, აშენდა 111 გონდოლიანი 3 საბაგირო გზა, რომელიც 6 სადგურის მეშვეობით კობიდან გუდაურის საბაგირო სისტემას უკავშირდება.  ტურისტული მიზნების გარდა, კობი-გუდაურის ახალი საბაგირო  გზა, დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების დროს, ადგილობრივ მოსახლეობას უსაფრთხოდ  გადაადგილების საშუალებას მისცემს და ამ მონაკვეთზე  ჩაკეტილი გზით გამოწვეულ პრობლემებს მოაგვარებს, რაც გეოგრაფიული მდებარეობისგამო, ყაზბეგის რეგიონში ხშირია.  დაახლოებით 81 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი საქართველოს მთავრობამ დააფინანსა და მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით ქართულმა და ფრანგულმა კომპანიებმა („ფერი“ და „პომა“) განახორციელეს.