ლარსის გვირაბი

დაწყების დრო: 2017
დასრულების დრო: 2018
დამკვეთი: საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი

 

კომპანია "ფერიმ" რუსეთის საზღვართან მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის 1.7 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა წარმატებით დაასრულა. გვირაბი, რომლის სავალი სავალი ნაწილის სიგანე 8.5მ-ია, დარიალისა და დევდორაკის ხეობების გადაკვეთის ადგილას  აშენდა. დარიალის გვირაბი ამ დროისთვის, უპრეცენდენტოა საქართველოში, რადგან 1950-იანი წლებიდან მოყოლებული, რიკოთის საავტომობილო გვირაბის მშენებლობის შემდეგ, მსგავსი მასშტაბის გვირაბის მშენებლობა საქართველოში არ განხორციელებულა. დარიალის ხეობაში სტიქია და სავალი გზის მდინარე თერგით ჩახერგვა იშვიათი მოვლენა არ არის, რაც საფრთხეს უქმნის ამ მონაკვეთზე მგზავრების გადაადგილებას. სტიქიის პერიოდში მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე სატრანზიტო ფუნქცია წყდებოდა, რაც ქვეყნისთვის, საშუალოდ  მილიონ ლარამდე დანაკარგი იყო ყოველდღიურად. გვირაბის აშენების შედეგად, სრულად მოგვარდა არსებული პრობლემა და დარიალის ხეობაში გადაადგილება უსაფრთხოდ არის შესაძლებელი. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი საკონტრაქტო ღირებულება 51 892 174.44 ლარია.