9.3 კმ მტკვარი ჰესის გვირაბი

დაწყების დრო: 2015 დასრულების დრო:2019 დამკვეთი: საქართველოს თანაინვესტირების ფონდი პროექტის „მტკვარი ჰესის“ ფარგლებში, საქართველოში Double Shield TBM-ით გაყვანილი ყველაზე გრძელი და დიდი დიამეტრის მქონე გვირაბის ექსკავაცია დასრულდა. გვირაბის სიგრძე 9.6 კმ, ხოლო ექსკავაციის დიამეტრი 6 მეტრი-ია. კომპანია "ფერის" მიერ გვირაბის ექსკავაცია პროექტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ხანგრძლივი ეტაპი იყო და მოცემული ფაზის დასრულებით მშენებლობა დასკვნით ეტაპზე გადავიდა. „მტკვარი ჰესის“ სადაწნეო გვირაბის საშუალებით წყლის დერივაცია „მტკვარი ჰესის“ სათავე ნაგებობიდან ჰესის შენობაში მოხდება, სადაც ტურბინების საშუალებით ელექტროენერგია გამომუშავდება. „მტკვარი ჰესის“ გვირაბის ექსკავაციისთვის შეძენილი მანქანა-დანადგარი კლდოვანი გრუნტისთვის განკუთვნილი ორმაგფარიანი გვირაბგამყვანი მანქანაა. აღნიშნული ტექნიკის გამოყენებით, ექსკავაცია განხორციელდა მხოლოდ ერთი დანადგარის საშუალებით, უახლესი ტენდენციებისა და მეთოდოლოგიის შესაბამისად. მსგავსი პრაქტიკა ენერგეტიკის სექტორში ბოლო 25 წლის მანძილზე აქტიურად გამოიყენება კლდოვან გრუნტში გამავალი გვირაბების ექსკავაციისთვის, ტექნოლოგია უსაფრთხო, სწრაფი და ეკონომიურია. „მტკვარი ჰესის“ ჯამური დადგმული სიმძლავრე 53 მგვტ-ია, ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება 251.5 მლნ კვტ.სთ, რაც 2019 წლის მონაცემებით საქართველოს მთლიანი ელექტროენერგიის მოხმარების 1.9 პროცენტს შეადგენს. გვირაბის გაყვანის სამუშაოები შესრულებულია გერმანული კომპანია  Herrenknecht AG-ის გვირაბგამყვანი მანქანით.