შილდა ჰესი
  • დაწყების დრო:2012
  • დასრულების დრო:2013
  • დამკვეთი: შპს. ენერგია

შილდა ჰესი მდინარე ჩელთზე მდებარეობს, ყვარლის რაიონში. ჰესის დადგმული სიმძლავრე 5 მგვტ–ია, ხოლო წლიური გამომუშავება 30 მლნ კვტ/საათს შეადგენს. ჰესი დერივაციული ტიპისაა, რომლის შემადგენლობაში შედის შემდეგი ნაგე-ბობები: სათავე კვანძი, სალექარი, სადაწნეო მილსადენი, ჰესის შენობა დამხმარე შენობა-ნაგებობებით, გამყვანი არხი, ღია სატრანსფორმატორო ქვესადგური და ელექტროგადამცემი ხაზი. 

ჰესის ელექტროენერგიის გამომუშავება საშუალო წელში შეადგენს 30.23 მლნ კვტ.სთ.
გამომუშავებული ელექტროენერგია მიეწოდება 6.3/35 კვ ღია ელექტროქვესადგურს, საიდანაც 35 კვ ძაბვის ელგადამცემი ხაზის მეშვეობით, სიგრძით 16 კმ, გადაეცემა შილდის ქვესადგურს.
ჰესის ტურბინებში გადამუშავებული წყალი დახურული და ღია გამყვანი არხით ჩაედინება მდინარე ჩელთში. 
ჰიდროელექტროსადგური იმართება ავტომატურ რეჟიმში. „შილდა ჰესის“ გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად ენერგოსისტემას მიეწოდება.