
- დაწყების დრო: 2009
- დასრულების დრო: 2009
- დამკვეთი: Winrock- ის საერთაშორისო ინსტიტუტი სოფლის მეურნეობის განვითრებისთვის
მისაქციელი ჰესი ექსპლუატაციაში შევიდა 1964 წელს, მისი დადგმული სიმძლავრე იყო 2600 კვტ-სთ.
სათავე ნაგებობა განლაგებულია მდ. არაგვზე სოფელ ბულაჩაურის მახლობლად და წარმოადგენს ზედაპირულ წყალმიმღებს გვერდითი კატასტროფული წყალსაშვით და გამრეცხი რაბით.
კომპანია "ფერის" მიერ მოხდა ჰიდროელექტროსადგურის სრული რეაბილიტაცია: სამანქანო დარბაზში დამონტაჟდა ორი ჰიდროაგრეგატი, სპირალურკამერიანი ჰორიზონტალური ტურბინებით.
ასევე განხორციელდა მისაქციელი ჰესის ძალოვანი კვანძის რეკონსტრუქცია.
ჰესიდან გამოსული წყალი, გამყვანი არხის საშუალებით ჩაედინება მდინარე არაგვში. გამყვანი არხის სიგრძე 1500 მ-ია. არხის ძირის სიგანე 1.5მ-ია დახრის კუთხე 1.25 სიღრმე-2მ. დახრა ი= 0.0005.
მისაქციელი ჰესი 35 კვ. ძაბვის ხაზით დაკავშირებულია საქართველოს ენერგოსისტემასთან.