კინკიშა ჰესის რეაბილიტაცია
  • დაწყების დრო: 2008
  • დასრულების დრო: 2008
  • დამკვეთი: ს/ს ზაჰესი 06 


ჰიდროელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე: 0,9მგვ

  • საანგარიშო დაწნევა: 68 მეტრი;
  • წყლის ხარჯი: 1,4მ3/წმ

ჰიდროელექტროსადგური არ ფუნქციონირებდა სადერივაციო არხის დაზიანების გამო, რომელიც აშენებული იყო გასული საუკუნის შუა წლებში.  ელექტრონული მოწყობილობების ძირითადი ნაწილი მუშა მდგომარეობაში იყო, თუმცა მოძველებული და საჭირო გახდა მათი შეცვლა ახლით. ჰიდროელექტროსადგურის წყლის სისტემა სერიოზული წინააღმდეგობებით ხასიათდებოდა. 
კომპანია „ფერიმ“ აღადგინა სათავე ნაგებობის დაზიანებული ბეტონის კონსტრუქცია, გისოსების მონტაჟი, ფარების აღდგენა-დაკომპლექტება. განახორციელა არხის გაწმენდის სრული სამუშაოები; სადერივაციო-სადაწნეო ფოლადის მილსადენის მშენებლობა; გამათანაბრებელი რეზერვუარის მშენებლობა;  განხორციელდა ჰიდროელექტროსადგურის ელექტრული სისტემის თანამედროვე დანადგარებით სრული აღჭურვა.