ჩხოროწყუ ჰესის რეაბილიტაცია
  • დაწყების დრო: 2007
  • დასრულების დრო: 2008
  • დამკვეთი: ს/ს ჩხოროწყუჰესი

 

ჰიდროელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე: 5,6მგვ

ჩხოროწყუ ჰესის სრული ამორტიზაციის გამო, აუცილებელი გახდა მისი მთლიანი რეაბილიტაცია. წინასამშენებლო ეტაპი: სათავე ნაგებობაზე დაზიანებული ბეტონ-კონსტრუქციების აღდგენა; მდინარის გადაგდება, ნატანის ამოღება; ძირითადი ქანის ზედაპირული დამუშავება; ანკერების მონტაჟი; არმირება; გამრეცხის გაწმენდა-აღდგენა, გისოსების და ფარების სრული რეაბილიტაცია; სადერივაციო არხის ზედაპირის აღდგენა; სადაწნეო მილსადენის კონსტრუქციის რეაბილიტაცია; სააგრეგატო შენობის მთლიანი რეაბილიტაცია.

კომპანია ”ფერის” მიერ მოხდა გენერატორის, ქვესადგურის, ტრანსფორმატორების და გამავალი უჯრედების კაპიტალური შეკეთება. ასევე აღიჭურვა ჰესის ელექტრული სისტემა მართვის თანამედროვე ახალი დანადგარებით.