ლარსი ჰესი
  • დაწყების დრო: 2013
  • დასრულების დრო: 2014
  • დამკვეთი: შპს. ენერგია

ლარსი ჰესი მდებარეობს საქართველო-რუსეთის საზღვრის ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე თერგზე.  დერივაციული ტიპის ჰიდროელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 19,5 მგვტ-ია.
ჰესისათვის საჭირო წყლის ხარჯი მიღებულია მდინარის მარჯვენა ნაპირზე მოწყობილი გვერდითი წყალმიმღები ნაგებობის მეშვეობით. წყალმიმღებიდან მიღებული წყლის ხარჯი, გაივლის გადამყვან უბანს, პერიოდული გარეცხვის ორკამერიან სალექარს და 2,9 მ დიამეტრისა და 1160 მ სიგრძის ფოლადის სადაწნეო მილსადენის მეშვეობით მიეწოდება ჰიდროელექტროსადგურის ტურბინა-გენერატორების შენობაში განთავსებულ სამ აგრეგატს.
ჰესის სათავე წყალმიმღები ნაგებობის გამრეცხი რაბისა და გვერდითი წყალსაშვიანი კაშხლის გამყოფ ბურჯში მოწყობილია თევზსატარი, სათავე ნაგებობის ქვედა ბიეფიდან ზედა ბიეფში თევზის მიგრაციის შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად. 
“ლარსი ჰესი”-ს მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია 110/6 კვ ღია ელექტროსადგურის გავლით მიეწოდება სისტემას.
ჰიდროელექტროსადგურის მართვა გათვალისწინებულია ავტომატურ რეჟიმში.