ლარსის 19 მეგავატიანი ჰესი ექსპლუატაციაში შევიდა

ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ დაბა ყაზბეგში  „ლარსი ჰესი“გახსნა. ახალი ჰიდროელექტროსადგურის გახსნის ცერემონიას ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, ასევე ჰესის დეველოპერი კომპანიის „ფერი“ წარმომადგენლები დაესწრნენ.„ლარსის ჰესის“ დადგმული სიმძლავრე 19 მგვტ–ია, ხოლო წლიური გამომუშავება 100 მლნ კვტ/საათს შეადგენს. ახალი ჰიდროელექტროსადგური დერივაციული ტიპისაა. კომპანიამ დაბა ყაზბეგში, მდინარე თერგზე „ლარსი ჰესის“ მშენებლობა 2011 წელს დაიწყო. ჰესის მშენებლობაში 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო.

„ლარსი ჰესის“ მშენებლობაზე 150 ადამიანი იყო დასაქმებული და მათი დიდი ნაწილი ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა იყო. ჰესის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ობიექტზე 40 მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება.
ჰესის ოპერირების მიზნით, კომპანიამ 110 კვ ქვესადგური ააშენა, რომელიც ელექტროსადგურს ცენტრალურ ენერგოსისტემასთან დააკავშირებს. 
„ლარსი ჰესის“ გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად ენერგოსისტემას მიეწოდება.